ცხინვალის მხარემ დაკავებული 17 ქართველი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია, საჩხერის გამგებლის მოადგილე ელგიზ ქიმაძემ დაადასტურა.
გათავისუფლებულებისგან 15 საჩხერის მკვიდრია, 2 კი-ხაშურის რაიონიდან არის.
ბოლო პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ოსურმა მხარემ, ჯონჯოლის საკრეფად წასული 20-მდე ქართველი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები