Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/didie.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რეგიონი
დიდიე ბურკჰალტერი იმედოვნებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი იმედოვნებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება . აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით მყოფმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ერნგეთში განაცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობას გაეცნო. "მინდა ვთქვა, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, იმედს ვიტოვებ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი იმ ფორმატში, როგორიც ერგნეთშია მალე გალშიც ამოქმედდება. სამწუხაროა, რომ გამყოფმა ზოლმა შუაზე გახლიჩა ნაკვეთები, დააშორა ერთმანეთს მეზობლები და ოჯახის წევრები. გამყოფი ზოლის გასწვრივ მყოფი ადამიანები, რომლებიც ადრე ერთად ცხოვრობდნენ, ყოველდღიურად სირთულეებს აწყდებიან ამის გამო. იმისთვის, რომ დავძლიოთ კონფლიქტი და დავადგეთ შერიგების გზას, საჭიროა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრებმა ადამიანებმა შეინარჩუნონ კონტაქტი. თქვენ არაერთხელ დაგვანახეთ, რომ შეგწევთ უნარი შეიმუშაოთ ტექნიკური და პრაგმატული მეთოდები ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად. ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისა და ცხელი ხაზის მექანიზმის დანერგვასა და მის რეალიზებაში ღრმა პატივსცემასა და ხელშეწყობას იმსახურებს", - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა. ამასთან, მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია შენარჩუნდეს არასაომარი ვითარება. "ვიცი, რომ წარსულში მომხდარი ძალადობით გამოწვეული ტკივილი, ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა, უფრო მეტიც, მიუხედავად არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, მე მინდა გთხოვოთ განაგრძოთ მუშაობა შედეგზე ორიენტირებული სულისკვეთებით, რათა პრაგმატული გზები გამოინახოს", - აღნიშნა დიდიე ბურკჰალტერმა. ამასთან, შვეიცარიის პრეზიდენტის განცხადებით, მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ასევე საქართველოში ეუთო-ს წარმომადგენლობის აღდგენა. "ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ", - დასძინა დიდიე ბურკჰალტერმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.