Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/FBF97B33-B77B-4C6D-B157-5AE3D8ABDA44_mw1024_s_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რეგიონი
დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, 550-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 11-მდე გაიზარდა დაღუპული ბავშვების რაოდენობა. CNN-ის ცნობით, წუხანდელი შეტევისას ისრაელის ავიამოიერიშეებმა ღაზას სექტორში ერთი ავტომობილი ააფეთქეს, რომელსაც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Media 24-ის მძღოლი ემსხვერპლა. "ცაჰალის" (ისრაელის თავდაცვითი არმიის) განცხადებით, ღაზას ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 100 სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რომელთაგან 21-ის მოგერიებმა ისრაელმა შეძლო. ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტების სამიზნეს წარმოადგენდა იერუსალიმი და თელ-ავივიც. ამასთან, "ტელეგრაფის" ინფორმაციით, 5 რაკეტა ჩავარდა თელ-ავივში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზას მიმართულებით 200-ზე მეტი იერიში განახორციელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის განაგრძოს ოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ, კერძოდ ღაზას სექტრში, ვიდრე ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშები არ შეწყდება. თავის მხრივ, მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი. "ეს ომი არ არის "ჰამასის" ან რომელიმე დაჯგუფების წინააღმდეგ, ეს პალესტინელთა გენოცდია. ის, რაც ახლა ხდება ომია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, განვაგრძობთ მოლაპარაკებებს. თუმცა უნდა ვიცოდეთ, საით მიდის ისრაელი", - განაცხადა მაჰმუდ აბასმა. ისრაელზე სარაკეტო შეტევები დაგმეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. "არც ერთი ქვეყანა არ შეეგუება მის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო შეტევებს. სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ, რათა აღარ იყოს მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ. ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის განცხადებით, ღაზას სექტორში შექმნილი ვითარება უკიდურესად დაძაბულია და შესაძლოა მალე გამოვიდეს კონტროლიდან. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა "ჰამასს" ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო შეტევების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა, ისრაელს კი თავშეკავებისკენ და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდა. ამასთან, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა შეიკრიბება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.