ანდრეი ლისენკო - უკრაინის ტერიტორიაზე 1600-მდე რუსი სამხედრო იმყოფება
17:23 / 01.09.2014
უკრაინის ტერიტორიაზე 1600-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული საბჭოს პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების არანაკლებ ოთხი ტაქტიკური ჯგუფი იმყოფება. "ტაქტიკური ჯგუფი დაახლოებით 400 კაცისგან შემდგარი ფორმირებაა, რომელიც გაძლიერებულია არტილერიითა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებებით", - განაცხადა ანდრეი ლისენკომ. მისივე თქმით, გუშინ ქალაქ მარიუპოლთან საზღვაო დაცვის კატერებზე მართვადი სარაკეტო მოწყობილობებიდან შეტევა მიიტანეს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ანდრეი ლისენკომ განაცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები