Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/beslan_kobahiya.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/beslan_kobahiya.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/beslan_kobahiya.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/beslan_kobahiya.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რეგიონი
ბესლან კობახია-"აფხაზეთი უნდა ფლობდეს ინიციატივას ჩერქეზულ საკითხში"
"აფხაზეთი უნდა ფლობდეს ინიციატივას ჩერქეზულ საკითხში"-ამის შესახებ 2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, აფხაზური და აბაზური ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის მრჩეველმა, ხალხთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მოძრაობის კოორდინატორმა, ბესლან კობახიამ განაცხადა. კობახიას თქმით, მძიმე წუთებში ადიღეელები აფხაზების გვერდით იდგნენ. დიდ დახმარებას უწევდა მათ აგრეთვე ჩერქეზთა დიასპორა უცხოეთში. “როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთი უფრო თავდაჯერებულად უნდა თამაშობდეს თავის როლს ჩერქეზულ სამყაროში. აფხაზურ-ადიღეური ძმობა რეალური საქმეებით უნდა განმტკიცდეს“, - ამბობს კობახია. მისი აზრით, დღეს ჩერქეზთა საკითხი მსოფლიოში ანტირუსული პოლიტიკისთვის გამოიყენება: „საკმარისია ავღნიშნოთ, რომ ცნობილი ამერიკული ფონდები მხარს უჭერენ საქართველოს. ამ ქვეყნის პარლამენტმა სცნო ჩერქეზ ხალხთა გენოციდი, თბილისში ჩერქეზთა კულტურის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებისათის სერიოზული თანხები გამოიყო , გაწერილია ფონდის მოქმედების პროგრამა. ჩერქეზებს ესმით, რომ საქართველოს პარლამენტის მოტივაცია გენოციდის აღიარებაში უანგარო არ არის, თუმცა, ჩვენ მაინც მადლობელნი ვართ ქართველებისა ამ ნაბიჯისთვის“, - აღნიშნავს კობახია. კობახია თვლის, რომ ამჟამად ჩერქეზთა ერის, როგორც ერთი მთლიანის, თვითიდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამ საკითხში ჯერჯერობით ინიციატივას დასავლეთს უთმობს.  ბესლან კობახია თვლის, რომ უნდა დაიხვეწოს აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობა, იმისათვის, რომ ის ერთნაირად კომფორტული იყოს ყველა აფხაზისა და ადიღეელისათვის - ამ მხრივ, მისი აზრით, ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგალითად შეიძლება მიღებული იქნას კანონი თანამემამულეებზე. „ჯერაც არანაირი რეაგირება არ ყოფილა მოსკოვში ჩერქეზთა მიერ გენოციდის აღიარების მიმართვაზე“, - ამბობს კობახია. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლანდელი რუსეთი პასუხს არ აგებს XIX საუკუნეში მომხდარ მოვლენებზე. „თუკი სააკაშვილს ხელი ვერ ჩამოვართვით, საქართველოს ახლანდელ ხელისულფებასთან შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებები. არა მგონია, რომ რუსეთმა გვიღალატოს, თუმცა გარკვეული პრობლემები შეძლება გაგვიჩნდეს. ჩვენ უნდა ვაშენოთ პოლიტიკა, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, წინ გავიხედოთ და წინასწარ განვჭვრიტოთ გარკვეული მოვლენები. ამ საკითხში ჩვენ უნდა ავიღოთ ინიციატივა, უნდა შევქმნათ აფხაზურ-ადიღეური კულტურის საერთაშორისო ცენტრი, გავატაროთ სახელმწიფოს თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა შორის ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცებისათვის“ – განაცხადა ბესლან კობახიამ.   abhaz-uzel    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.