რეგიონი
სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა
სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. ეს ინფორმაცია გარდაცვლილის ახლობლებმა დაადასტურეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50–მდე ახალგაზრდაა წასული, მათ შორის 16 – 18 წლის ბავშვებიც. ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მე–6 დაღუპულია. შეგახსენებთ, 2014 წლის თებერვალში, სირიაში, ქალაქ ალეპოში საბრძოლო შეტაკებების დროს ქისტი საველე მეთაური, 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო. რუსლან მაჩალიკაშვილი საქართველოდან 2000 წელს თურქეთში წავიდა,რამდენიმე წელიწადში კი სირიაში გადავიდა.გასულ წელს სირიაში სამთავრობო ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მებრძოლი პანკისიდან, აბდულ-მალიქ მუთოშვილი, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა. მუთოშვილიც სირიაში მებრძოლთა საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს. სირიაში დაიღუპა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილი, 23 წლის რუსტამ გელაევიც. გარდაცვილი საქართველოში გადმოასვენეს და პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რუსტამ გელაევის ახლობელმა მექა ხანგოშვილმა განუცხადა, რუსტამ გელაევი სასწავლებლად ეგვიპტეში იყო წასული. ახლობლებისთვის უცნობია როგორ აღმოჩნდა გელაევი სირიაში. „რუსტამი პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ ეგვიპტეში წავიდა სასწავლებლად. ბოლო ერთი თვე სირიაში იმყოფებოდა, მაგრამ არ ვიცით როგორ მოხვდა იქ. 12 ან 13 აგვისტოს მეჩეთში ყოფილა სალოცავად, ამ დროს მეჩეთი დაბომბეს და ვინც შიგნით იმყოფებოდა, მგონი ყველა დაიღუპა“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მექა ხანგოშვილმა. რუსტამ გელაევს მეუღლე და შვიდი თვის შვილი დარჩა. გელაევის გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა. მათი მტკიცებით, რუსტამ გელაევი მეამბოხეთა მხარეზე, ჯოჰარ დუდაევის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს საზღვარგარეთ მოქმედმა ჩეჩნურმა დიასპორებმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.