ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონია ავღანეთში
11:06 / 02.10.2014
ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების მორიგი ცერემონიალი გაიმართა. ბატალიონის პირად შემადგენლობას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მედალი სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ISAF-ის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელმა პირადად გადასცა.
ღონისძიებაზე გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და საერთაშორისო მისიაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ავღანეთის საავიაციო ბაზის დაცვის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. დაჯილდოების ცერემონიალს რეგიონალური სარდლობა სამხრეთის მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი ენდრიუ ბარტეკიც დაესწრო.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ყანდაღარის საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანებს ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველმა სამხედროებმა სამშვიდობო ამოცანა რამდენიმე მოწინავე ბაზაზეც განახორციელეს. სამთო-სადაზვევრო ბატალიონი ISAF-ის მისიას ეტაპობრივად ასრულებს. ბატალიონის ორი ქვედანაყოფი საქართველოში უკვე დაბრუნდა.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები