რეგიონი
რუსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა გაერთიანებული ჯარი შექმნან
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტს განსახილველად რუსეთთან ხელშეკრულების ახალი პროექტი წარედგინა. „ვედომოსტის“ ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება საშუალებას იძლევა გაფართოვდეს 2008 წელს ხელმოწერილი „ რუსეთ-აფხაზეთის დიდი ხელშეკრულება“. „ვედომოსტის“ წყაროზე ინფორმაციით, კანონპროექტის დებულებათა უმეტესობაზე დე- ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლების აზრები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ, მოსკოვში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტი არ გამოიწვევს სოხუმის ნეგატიურ რეაქციას. კანონპროექტის მე-5 მუხლი რუსეთის შეიარაღებული ძალების და  აფხაზეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს,“ საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად და  აფხაზეთის საზღვრების დასაცავად“. რუსეთ- აფხაზეთის საზღვრის დაცვის სფეროში დეკლარირდება ორი წლის შემდეგ მისი გადალახვის სრული თავისუფლების მიღწევა, თუმცა უსაფრთხოების ზომების დაცვით. ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ იგეგმება აფხაზეთის საბაჟო პროცედურების საბაჟო კავშირთან უნიფიცირება. გამოცემის ინფორმაციით, აფხაზეთი და რუსეთი ვალდებულებას იღებენ ერთობლივად, ეტაპობრივად გაზარდონ აფხაზეთის საჯარო მოხელეების ხელფასი და პენსია, რათა მათი ანაზღაურება,  რუსეთის სამხრეთ ოლქის საბიუჯეტო ანაზღაურების დონეს მოუახლოვდეს. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, (ხოლო აფხაზეთის რესპუბლიკის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს) რუსეთის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩაერთვებიან .
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.