რეგიონი
აფხაზეთიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნის
აფხაზეთიდან გადმოსვენებული ოთხი ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი ერთ ოჯახს ეკუთვნის. მათ ნეშტებს ოჯახის წევრებს დღეს გადასცემენ, - ამასთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი და გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები ექსპერტიზის ბიუროში არიან შეკრებილი. როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხივე ნეშტი ეკუთვნის ერთ ოჯახს და ისინი არიან ბელა ზალდასტანიშვილის 2 შვილი და ორი ძმა. ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. იდენტიფიცირებული ოთხი ნეშტი ოჯახის წევრებს უკვე გადაეცემა. ცნობილია, რომ 9 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიიღებს და დალოცავს მათ. იმავე დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი. ოთხივე ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს დევნილთა სამინისტრო გაიღებს. როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ. სუბარის განცხადებით, პარალელურად გრძელდება მუშაობა სამარხების მოძიებაზე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.