Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/preview6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რეგიონი
საერთაშორისო ორგანიზაციები შესაძლოა აფხაზეთიდან გააძევონ
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მყიფე ხდება. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ღაიდ აცხადებს, რომ მათ თავიანთი ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ და მხოლოდ გალის რაიონზე უნდა მოახდინონ. ამის გაგრძელებად კი საერთაშორისო ორგანიზაციების აფხაზეთიდან სრული გაძევება შეიძლება იქცეს. აფხაზეთში გამომავალი გაზეთის "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგი აცხადებს, რომ მომდევნო წლიდან, უკიდურესი გამონაკლისის გარდა, და ეს გამონაკლისი არიან საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" და "ექიმები საზღვრების გარეშე" ყველა სხვა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენის სფერო მხოლოდ და მხოლოდ გალის რაიონზე გავრცელდება და ყველა მათი პროგრამა მხოლოდ გალის რაიონში იქნება რეალიზებული. ხაშიგი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბას დროს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მოითხოვდა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, რომ მათი მოქმედების არეალი გალის რაიონით არ შემოფარგლულიყო და აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. მაშინ ისინი მხოლოდ გალის რაიონში მოქმედებდნენ. ახლა კი ხაშიგის აზრით ყველაფერი პირიქით ხდება - მაშინ როდესაც მათ აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაიწყეს მოქმედება, მათ კვლავ გალის რაიონისაკენ მიუთითებენ. "მიმაჩნია, რომ შემდეგი სტადია იქნება საერთოდ გაძევება ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა აფხაზეთის ტერიტორიიდან. ეს ერთგვარი კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც თვითიზოლაციისკენ არის გადადგმული. ჩემი აზრით, ოფიციალური სოხუმი ამას მოსკოვის თხოვნით აკეთებს. სხვა განმარტების მიცემა ამისათვის ძალიან რთულია",_ აცხადებს ხაშიგი და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ომისშემდგომი აფხაზეთისათვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და ახლა მათი გაძევება და მათი ლანძღვა ძალიან უმადური საქმეა. წყარო (GHN)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
22 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
19 / სექტემბერი 2025
ძველ სამეგრელოში "ანთარი" იყო საქონლისა და ოჯახური კერის მფარველი სული. მას ევედრებოდნენ ოჯახის დაცვას და პირუტყვის გამრავლებას.
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.