რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ-აფხაზური ექსპედიციისთვის ემზადებიან
თებერვლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში სტარტს აიღებს რუსულ-აფხაზური პროექტის ,,მთიანი აფხაზეთი- წელიწადის დროები" ექსპედიციის პირველი ეტაპი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში პროექტის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ორგანიზატორებმა გაგრის მაღალმთიანი სოფელი აუათხარა და რიწის ნაციონალური პარკი მოიარეს, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს და საიდანაც მომავალი ზამთარს პირველ ექსპედიციას გაუშვებენ.

მოსამზადებელ ეტაპზე ექსპედიციის წევრებმა ის ადგილები შეისწავლეს, სადაც შვეულმფრენიდან უნდა დასხდნენ და შესაბამისი ვიდეორგოლიც გადაიღეს, რომელსაც პროექტის რეკლამისთვის გამოიყენებენ. ,,მთიანი აფხაზეთი- წელიწადის დროები" პროექტის ინიციატორები, სამომავლოდ მრავალ მიზანს ისახავენ, რომელთა შორის უპირველესი, აფხაზეთის მაღალმთიანი რაიონების სილამაზის პოპულარიზაცია და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამთო ტურიზმის აღორძინებაა.

მომავალ წელს პროექტის ორგანიზატორთა ჯგუფი ათ საფეხმავლო, საცხენოსნო და ავტოექსპედიციას გეგმავენ. ასევე, შესაძლებელი იქნება შვეულმფრენით დაჯდომა იმ ადგილებში, სადაც სხვა საშუალებით მოხვედრა ვერ ხერხდება. ექსპედიციის  მონაწილეები ისეთ ადგილებს მოინახულებენ, როგორიცაა გრიბზას ხეობა, არბაიკას მთიანი მასივი, ადიუადას ტბა და სხვა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.