ახალი წლის დასაწყისიდან დე ფაქტო აფხაზეთში საზღვარგარეთ დარეგისტრირებული (გარდა რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებულისა) ავტომობილების შეყვანა აიკრძალა, ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კონტროლის პრეს–სამსახური ავრცელებს.
„Абхазский узел» - ის ინფორმაციით საბაჟო გაფორმების ახალი წესის თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებთათვის ავტომობილების შემოყვანა აიკრძალა. ამავე დროს ეს ნებადართულია უცხოელთათვის, რომელთაც აფხაზეთში ყოფნისას შეეძლებათ ავტომობილით სარგებლობა, თუმცა არაუმეტეს ერთი წლისა. გარდა ამისა მათ ეკრაძლებათ ავტომობილის გაყიდვა და მისი კომერციული მიზნით გამოყენება.
მასალის გამოყენების პირობები