რეგიონი
აფხაზი და რუსი მესაზღვრეები ,,აფხაზეთის საზღვარს” ერთობლივად იცავენ

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ბრიგადისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლები ,,აფხაზეთის საზღვრებს”დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებენ.

ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ოგნევი იტყობინება.

,,როგორც ნებისმიერი სხვა სამხედრო მოსამსახურე, წელიწადის ნებისმიერ დროს და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მესაზღვრე თავის მოვალეობას ასრულებს. რა თქმა უნდა, რეჟიმი არც სადღესასწაულო დღეებში ირღვევა.” - აღნიშნა ოგნევმა.

მისი თქმით, აფხაზ კოლეგებთან ერთად რუსი მესაზღვრეები აფხაზეთის ე. წ. ,,სახელმწიფო საზღვრებს” რუსეთთან და საქართველოსთან, კოდორის ხეობის ჩათვლით, 80 კილომეტრის მანძილზე აკონტროლებენ.

,,ერთობლივი სასაზღვრო ბრიგადები, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიებზე სადაზვერვო-სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. უკანონო ქმედებებში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენას და დაკავებას მთიანი და ტყიანი ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს.” - აღნიშნა სერგეი ოგნევმა.

მისივე განმარტებით, სასაზღვრო სამსახურის პირადი შემადგენლობა ყველანაირი თანამედროვე ტექნიკით და იარაღით არის აღჭურვილი. მათ დაქვემდებარებაში არის ასევე კინოლოგიური სამსახური. ერთ-ერთ ქვედანაყოფს კი თავისი საჯინობოც აქვს და გადაადგილებისთვის ცხენებს იყენებენ, რაც შორ მანძილზე მესაზღვრეების სწრაფ გადაადგილებას უწყობს ხელს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო საზღვრებს ადგილობრივ ,,მესაზღვრეებთან” ერთად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჯარისკაცები 2009 წლის 30 აპრილიდან აკონტროლებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.