რეგიონი
ირაკლი ხინთბა:თბილისის პოზიცია არალოგიკურია
აფხაზეთის ე.წ.ადმინისტრაციის საექსპერტო სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ხინთბა ზურაბ აბაშიძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში,  „რია ნოვისტის“ განუცხადა , რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს. „ მზად ვართ, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გვერდზე გადავდოთ, თუკი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგი დაიწყება“,-  თქვა ინტერვიუში ზურაბ აბაშიძემ. ირაკლი ხინთბა დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო აფხაზეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებში  დიალოგის დასაწყებად, ნდობის სათანადო დონე და მოლაპარაკებების სივრცის არსებობაა აუცილებელი. ამის შესახებ მან „სპუტნიკ - აფხაზია“- ს განუცხადა. აფხაზი ექსპერტი თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის იურიდიული მექანიზმების არარსებობის პირობებში, ნდობის მინიმალურ ზღვარზეც კი ზედმეტია ლაპარაკი. მისი აზრით, საქართველოს ოფიციალური პირების ცალმხრივ დეკლარაციებს, ისევე , როგორც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, არანაირი ძალა არა აქვს. " საქართველო  აფხაზეთთან შეთანხმების ხელმოწერას პოლიტიკურ- სამართლებრივი თვალსაზრისით მგრძნობიარე საკითხად მიიჩნევს.თბილისის ასეთ პოზიციას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არალოგიკურს, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პროცესისთვის ხელისშემშლელს“- ის თვლის, რომ ახლა აფხაზურ-ქართულ კონტექსტში „ ნულოვანი თანხის თამაშები“ სჭარბობს და პრაქტიკულად არ განიხილება სასიცოცლხოდ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა უშუალოდ არის მიბმული  დიალოგთან, ენგურჰესის ერთობლივი ექსპლუატაციის საკითხის გამორიცხვით,დასძინა ხინთბამ. ის არ გამორიცხავს მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სამხრეთკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა,საქართველოს მხრიდან  პოლიტიკური ნების გამოხატვისა და რუსი კოლეგების თანადგომის შემთხვევაში.      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.