Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/otklqchenie_energii.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რეგიონი
პირველი თებერვლიდან აფხაზეთს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება
ენგურჰესზე წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო 1 თებერვლიდან აპრილის შუა რიცხვებამდე აფხაზეთს ელეტქროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. ენგურჰესის სადგურზე ქართული და აფხაზური მხარეები ერთობლივად აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს, რომელთა მსვლელობას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი რეზო ზანთარია ადევნებენ თვალს. "Абхазский узел" - ის ინფორმაციით ექსპლუატაციაში 4 ახალი აგრეგატი შევიდა, მეხუთეს შეკეთება მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჰესის სამანქანო დარბაზი, სადაც გენერატორებია დაყენებული 120 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული. ყოველი აგრეგატის სიმძლავრე 265 მეგავატია, საერთო ჯამში მათ ათასზე მეტი მეგავატის გამომუშავება შეუძლიათ. ტურბინების ასამოძრავებლად წამში 90 კუბი წყალია საჭირო, რომლეიც ენგურჰესის კაშხლიდან 6 მ დიამეტრის მქონე მილების საშულებით მიეწოდებათ. მიუხედავად ამისა, აფხაზური ინტერნეტ გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჟამად სადგური სრული დატვირთვით არ მუშაობს და მოქმედი სიმძლავრეების მხოლოდ ნახევარი გამოიყენება. მიზეზად კაშხალზე წყლის არასაკამრისი რაოდენობა სახელდება. წყალსაცავის წყლით შევსება, ჩვეულებრივ აპრილის შუა რიცხვებში ხდება, თუმცა, წლევანდელი ზამთარი ნაკლებად თოვლიანი იყო, შესაბამისად წყლის დონემ საჭირო ნიშნულს ვერ მიაღწია. სპეციალისტების აზრით, წყლის დონე 475 მეტრია, ეს კი მხოლოდ ერთი თვის სამყოფია, ამ მაჩვენებლებს თუ კილოვატ-საათებში გადავიყვანთ, გამოდის, რომ წყლის დონე, მხოლოდ 305 მილიონი კილოვატ-საათის გამოსამუშავებლადაა საკმარისი, როდესაც აფხაზეთში ზამთრის პერიოდში დღე-ღამეში 7 მილიონ კილოვატ-საათი მოიხმარება. "Абхазский узел"-ის ინფორმაციით რეზო ზანთარიასა და კახი კალაძის შეხვედრისას ხელი მოეწერა წყლის გამომუშავების გრაფიკს. დოკუმენტის თანახმად, პირველი თებერვლიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების მარაოსებრი სისტემა ამოქმედდება, რაც აპრილის შუა რიცხვებამდე გასტანს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.