რეგიონი
"წითელი ჯვარი" იემენში მედიკამენტებს გაგზავნის
„საერთაშორისო წითელი ჯვარი“ ორ საგანგებო რეისს განახორციელებს იემენის დედაქალაქ სანააში. ორგანიზაციას ნება დართეს ჩაიტანოს სამედიცინო დახმარება და ჩაიყვანოს ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ქვეყანაში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეფასებით, იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. უკვე მე-12 ღამეა საუდის არაბეთის ლიდერობით მიმდინარეობს საჰაერო იერიშები, რომელთა სამიზნე არიან მეამბოხე ჰუთები. ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს იემენის სამხრეთში, ადენის პორტში, სადაც სამთავრობო ძალები ებრძვიან ჰუთებს. გაეროს თანახმად, 500-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა იემენში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ გაგზავნის ერთ სატვირთო თვითმფრინავს - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტებით და ერთ პატარა სამგზავრო თვითმფრინავს, რომლითაც ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ჩავლენ იემენში. წითელი ჯვარი ჯერ კიდევ ელოდება ნებართვას ადენის პორტიდან ქირურგების გუნდის შესაყვანად. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ სპიკერმა მარი კლერ ფეღალიმ „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ადენში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა: „ადამიანებს არ შეუძლიათ სურსათის ყიდვა. ვიცით, რომ წყლის დეფიციტია, რადგან დაზიანებულია წყალგაყვანილობა. ვცდილობთ გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ვითარება უკიდურესად რთულია“.  ჰუთი მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათი მიზანია პრეზიდენტ ჰადის მთავრობის შეცვლა. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ 24 საათით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის. რუსეთმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მხარი დაუჭიროს საჰაერო იერიშების „ჰუმანიტარულ პაუზას“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.