რეგიონი
რაულ ხაჯიმბა - საქართველოს რიტორიკა ადრინდელივით აგრესიული არ არის
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნა აშინებს. "ინტერფაქსთან" ინტერვიუში რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და რუსეთისთვის , მთლიანად რეგიონის სტაბილურობისთვის, ეს სახიფათოა. "დასავლეთი აქტიურად ცდილობს რუსეთისთვის ნატოს სანიტარული დერეფნის შემოვლებით, დასახული ამოცანა შეასრულოს. რუსეთი ჩვენი მოკავშირეა და ჩვენ გულგრილნი ვერ ვიქნებით ამ პროცესების მიმართ. სწორედ ამ ფონზე გააქტიურდა რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა, სამხედრო სფეროში თავდაცვის ერთიანი კონტურის შესაქმნელად", - აცხადებს ხაჯიმბა. კითხვას,ისევ განიხილავს თუ არა საქართველოს აფხაზეთისთვის საფრთხედ და შესაძლებელია თუ არა რევანშისტული განწყობების რეციდივი თბილისის პოლიტიკურ წრეებში, ხაჯიმბა პასუხობს, რომ განიხილავს, რადგან, მისი თქმით, ტექნიკურად, სოხუმი საომარ ვითარებაში იმყოფება. თუმცა, დე ფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკა იმდენად აგრესიული არ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ, მისი თქმით, ქართულმა მხარემ თავისი მშვიდობისმოყვარეობა უნდა დაამტკიცოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.