2012 წლის მაისიდან აფხაზეთში ამუშავდა პროგრამა, რომელიც ისტორიულ სამშობლოში სირიის არაბული რესპუბლიკიდან დაბრუნებული თანამემამულეების დახმარებას ისახავს მიზნად.
დე ფაქტო აფხაზეთის რეპატრიაციის კომიტეტმა უკვე 150 ეთნიკური აფხაზი მიიღო და დააბინავა, წერს «Aбхазский узел». რეპატრიანტებს ასევე დახმარება გაუწიეს სამუშაო ადგილების მოძიებაში, აფხაზური და რუსული ენების შასწავლაში. ამ საქმეში ჩართულია სხვადსხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
რეპატრიანტებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთში აფხაზური კულტურული ცენტრების ფედერაციამაც გააგზავნა.
abhaz-uzel
მასალის გამოყენების პირობები