Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/ucha-nanuashvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/ucha-nanuashvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/ucha-nanuashvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/ucha-nanuashvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რეგიონი
უჩა ნანუაშვილი: – პოლიციელთა რაოდენობა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ აღმოჩნდა
საქართველოს სახალხო დამცველი ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტს გმობს. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისივე შეფასებით, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაატაროს ობიექტური და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით. "საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტს და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გაატაროს ობიექტური და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით. კერძოდ, 2013 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენა დაიგეგმა. აღნიშნულს საჯარო ბიბლიოთეკის წინ რამდენიმე ასეული ადამიანის შეკრება მოჰყვა, რომლებიც აპროტესტებდნენ პრეზიდენტის მოსალოდნელ გამოსვლას. მათი ნაწილი ითხოვდა შენობაში შესვლას, რათა პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მისცემოდათ. აქციის მონიტორინგის მიზნით, ადგილზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მონიტორინგისა და გავრცელებული ვიდეო მასალის თანახმად, აქციის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ როგორც შენობის წინ არსებული ტერიტორია, ასევე შენობის კიბეები და მთავარი შესასვლელი. დაახლოებით 18:00 საათზე შენობასთან მოვიდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები და ქალაქ თბილისის მერი. აღნიშნულს ადგილზე ფიზიკური შეხლა შემოხლა მოჰყვა, რაც ასევე დასტურდება გავრცელებული ვიდეო მასალით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა როგორც რაოდენობის, ისე მათი მოთხოვნებისა და განწყობის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ინციდენტის შემდეგ ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა და მისი განცხადება აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, პოზიტიურად უნდა იყოს შეფასებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.