რეგიონი
ექიმები აფხაზეთიდან კვალიფიკაციას რუსეთის კლინიკებში გაივლიან
ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ანზორ გოოვი სოხუმში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწეს ანატოლი გულინს შეხვდა.საუბარი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევას, მათი ჯანმრთელობის დაზღვევის და აფხაზი მედპერსონალის გადამზადების საკითხებს შეეხო. ანატოლი გულინის თქმით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა შეისწავლეს და გარემონტებული შენობების შესახებ დამაკმაყოფილებელი დასკვნები დადეს. "სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტი, ფსიქიატრიული კლინიკის და ონკოლოგიური დისპანსერის რეკონსტრუქცია მაღალ დონეზეა ჩატარებული და ისინი თანამედროვე სამედიცინო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა განახლებული ტუბდისპანსერი, რომელიც, ჩემის აზრით, ასევე მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულება იქნება". - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა. გულინმა ანზორ გოოვს შეატყობინა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ კლინიკებს რუსეთი მალე 400 მილიონი რუსული რუბლის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით მოამარაგებს. თუმცა, მისი თქმით,  კვალიფიციური ექიმების და ახალი სამედიცინო აღჭურვილობის მოხმარების მცოდნე სპეციალისტების პრობლემა აფხაზეთში კვლავ აქტუალურია. "მხოლოდ განახლებული კლინიკები და თანამედროვე აპარატურა მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარისხს ვერ აამაღლებს. დღეს აფხაზეთში საკმაოდ მწვავედ დგას სამედიცინო კადრების მომზადების პრობლემა. ჩვენი დეპარტამენტი მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც აფხაზი მედიკოსები კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს რუსეთის წამყვან კლინიკებში გაივლიან.” - განაცხადა ანატოლი გულინმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.