ოკუპირებულ აფხაზეთში ,,სომეხთა გენოციდის” დღის აღნიშნვას 22 აპრილიდან დაიწყებენ.
სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ გულირიფშის რაიონის სოფელ ფშაფში 22 აპრილს ქვის ჯვარს - ჰაჩკარას გახსნიან, იმავე საღამოს კი სოხუმის ფილარმონიის შენობაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
23 აპრილს, სოხუმის ოვანეს თუმანიანის სახელობის №9 სომხურ სკოლაში, ფოტოგამოფენა და სომეხი რეჟისორის არტაკ ავდალიანის მიერ ერევანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის- ,,უფრო ძველი დედაქალაქი, ვიდრე რომის” ჩვენება მოეწყობა.
24 აპრილს, სომეხთა გენოციდის დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ოცდათოთხმეტ სკოლაში ხსოვნის გაკვეთილები ჩატარდება.
ამას გარდა, სოხუმსა და გაგრაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები