რეგიონი
ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტს აფხაზი დიპლომატები გამოეხმაურნენ
საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს და მის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის ფაქტს, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ,,აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნები არიან, რომელთაც სხვადსხვა სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთოებები აკავშირებთ.” - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აფხაზური უწყების თქმით, ,,მათი ქვეყანა” საერთაშორისო კავშირებს აქტიურად ავითარებს და ახალ პარტნიორებს იძენს, რისი მაგალითიც რუსეთის ფედერაციისა და გაერო-ს სხვა სახელმწიფოების მიერ მათი სუვერენიტეტის აღიარებაა. ამიტომ, ,,აფხაზი დიპლომატები” ქართულ მხარეს შეახსენებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის ის ფორმატი, რომელსაც საქართველო იზიარებს, 1993 წლიდან არ არსებობს. ,,სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჯერ კიდევ წარსულის სტერეოტიპებით ცხოვრობს და არამარტო თავად ინახავს საქართველოს ,,ტერიტორიული მთლიანობის” შესახებ არარსებულ მითს, არამედ ცდილობს, სხვა ქვეყნებსაც თავს მოახვიოს ის. კერძოდ, ხელს აწერს მსგავს არაფრისმთქმელ და არსებული პოლიტიკური რეალობისთვის შეუფერებელ დოკუმენტს.” - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, 24 აპრილს, საქართველოს და ბელორუსიის პრეზიდენტებმა თბილისში ხელი მოაწერეს 15 პუნქტიან ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
15 / მაისი 2025
გარიკ ავიძბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, ინფორმაციას „აბხაზია ინფორმი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სოხუმის პროკურატურის მოთხოვნით სოხუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახუბას და ალხას ახუბას, სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
15 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
15 / მაისი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.