რეგიონი
,,როსნეფტი” აფხაზეთის სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინვესტიციებს ჩადებს
რუსული ნავთობკომპანია ,,როსნეფტის” მესვეურებმა, ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, სხვადსხვა პროექტის დაფინანსების სურვილი გამოთქვეს. ამის შესახებ, აფხაზ ჟურნალისტებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა არტურ მექვაბიამ განაცხადა. მისი თქმით, ,,როსნეფტსა” და სოხუმის რეჟიმს შორის ამ თემაზე მოლაპარაკებები გაიმართა და კომპანია მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები ჩადოს. მექვაბიას განმარტებით, კონკრეტული ციფრები არ დასახელებულა, მაგრამ სავარაუდოდ საუბარი დიდ თანხას ეხება. ამასთან, თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროეტქტების განხორციელების საკითხებშიც გაგრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, ,,როსნეფტმა” პორტის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა. არტურ მექვაბიასგან ცნობილი გახდა ასევე, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება რუსული კომპანიისთვის ბიჭვინთაში ადგილს გამოყოფს, სადაც ,,როსნეფტი” დასასვენებლ სახლს ააშენებს. ნავთობკომპანია მზადაა სოხუმში ახალი, თანამედროვე ნავთობაზაც მოაწყოს, ვინაიდან ადრე აშენებული ბაზა საკმაოდ მოძველებულია. ,,როსნეფტი” ოკუპირებულ აფხაზეთში 2009 წლიდან მოქმედებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროებში თანამშრომლობენ. ნავთობკომპანიას, გადასახადების სახით, წელიწადში ოკუპირებულ აფხაზეთის ბიუჯეტში 150 მილიონი რუბლი შეაქვს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.