რეგიონი
ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. Lifenews.ru-ს ინფორმაციით, შესაბამის "ბრძანებებს" ხელი თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა. როგორც ე.წ. დადგენილების ტექსტში წერია, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების მისწრაფებებიდან, სრულფასოვანი, მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ. "როგორც აფხაზი, ისე ოსი ერი ძალიან ახლოსაა დონბასის ხალხთან. თავის დროზე დონბასი ეხმარებოდა აფხაზეთსა და ოსეთს, როდესაც მათ ომი ჰქონდათ. ახლა ისინი გვეხმარებიან ჩვენ და ძალიან მოხარული ვარ, რომ აღიარების ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე კოფმანმა. ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში აღიარა დონბასის დამოუკიდებლობა, აფხაზეთში ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.