რეგიონი
ვლადისლავ არძინბას გამათავისუფლებელის სტატუსით მოიხსენიებენ

სოხუმში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობის წინ არსებულ პარკს თავისუფლების პარკი დაარქვეს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებამ ზეიმით აღნიშნა.

პარკისთვის სახელის მინიჭების ინიციატივა ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელმაც, შესაბამისი თხოვნით, სოუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა.

ქალაქის ხელმძღვანელობამ ნებართვის გაცემა არ დააგვიანა და სახელის მინიჭების ცერემონიალი ე. წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 12 მაისს გაიმართა.

ცერემონიალს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ არძინბას საიუბილეოდ პარკისთვის თავისუფლების სახელის დარქმევა, სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან სიტყვა თავისუფლებას და თავიანთი პირველი პრეზიდენტის სახელს მათთვის ერთნაირი დატვირთვა აქვს.

,,ვლადისლავ არძინბას სახელი აფხაზი ხალხისთვის თავისუფლების სინონიმია. მან მიგვიყვანა ნანატრ გამარჯვებამდე. ვლადისლავ გამათავისუფლებელმა სიცოცხლეშივე დაიბარა, რომ მისთვის არავითარი ძეგლი და მემორიალი არ დაედგათ. ასეთი თავმდაბლობა დაბადებიდან დომინირებდა მის ხასიათში.” - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა ასლან კობახიამ.

არძინბას ,,დაუთვლელ” სამხედრო და საზოგადოებრივ ,,ღვაწლზე” ისაუბრეს სხვა მისმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმაც.

,,მან მართლაც დაიბარა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ არავითარი ძეგლი არ დაედგათ მისთვის, მაგრამ რაც ახლა კეთდება, ეს ყოველივე მარტო ვლადისლავ არძინბას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად არ ხდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცოდნენ მისი დამსახურებების შესახებ და მის მაგალითზე სწორი ორიენტირები გააკეთონ.” - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა სერგეი შამბამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
19 / მაისი 2025
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.