აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დონეცკის და ლუგანსკის აღიარებაზე უარი თქვა
11:25 / 18.05.2015
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთს არ უღიარებია ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, წერს „ნოვოე ვრემია“. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ 16 მაისს , ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. "საჭიროა დავფიქრდეთ სხვა რამეზეც. თავად დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში დღეს, უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის პირობით დარჩენის შესახებ, კიევთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობენ. ამიტომ, პერსპექტივაში ჩვენ გადავხედავთ, თუ როგორ მოვიქცეთ",- თქვა ხაჯიმბამ. გამოცემის თანახმად, პრეს-კონფერენციის სტენოგრამა თვითაღიარებული აფხაზეთის ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული. შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები