აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსად ანატოლი ხრულევი დაინიშნა
17:04 / 18.05.2015
რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი სარდალი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ანატოლი ხრულევი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსად დაინიშნა. "გენერალური შტაბის" ახალი თავმჯდომარე დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დღეს ე.წ.თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ანუამ წარუდგინა. რაულ ხაჯიმბამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ იმედს ამყარებს ანატოლი ხრულევის გამოცდილებაზე და ცოდნაზე, ხოლო თავდაცვის სფეროში აფხაზეთის ახალი ამოცანა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას უკავშირდება. გენერალ-ლეიტენანტი ანატოპლი ხრულევი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის 58-ე არმიის სარდალი იყო. ის აგვისტოს ომში დაიჭრა, როდესაც ქართული არმიის ქვედანაყოფებმა რუსულ კოლონაზე იერიში მიიტანეს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები