რეგიონი
IDFI: რუსმა ოკუპანტებმა 2013-2015 წწ 1204 საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პირველ მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ს მოაწოდა ინფორმაცია 2013-2015 წლებში, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

ორგანიზაციის განმარტებით, მსგავსი ინფორმაცია ინსტიტუტს სამინისტროდან მიღებული აქვს აგრეთვე 2013 წელს, რომელიც მოიცავდა 2009-2012 წლების მონაცემებს.

შსს-დან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 117 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 416 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 701 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.

2013 წელს 2012 წელთან შედარებით აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგებულია და საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებულია 553 პირი, 2014 წელს - 512 პირი, ხოლო 2015 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) - 139 პირი..

2009-2015 წლების განმავლობაში აფხაზეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის გამო დაახლოებით ორჯერ მეტი პირი იქნა დაკავებული, ვიდრე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აფხაზეთის ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის გამო დაკავებული პირების რეკორდულ რაოდენობას 2013 წელს მიაღწია - 411 საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობა უკვე 116 პირს შეადგენს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქეების საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის უკანონო დაკავებების თვალსაზრისით აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 და 2014 წლებში. შს სამინისტროს მიერ ორგნიზაციისთვის მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც 2013 ასევე 2014 წელს აღნიშნული მიმართულებით დაკავებულია 142 პირი.

2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობამ 23 პირი შეადგინა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
13 / მაისი 2025
2025 - 2026 სასწავლო წელს სოხუმში ისევ მოსალოდნელია სირიელი სტუდენტების ჯგუფის ჩამოსვლა. ეს უკვე მეორე ნაკადია, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკაში „აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა“ მუჰამედ ალიმ განაცხადა.
13 / მაისი 2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 106 პირი იყო. აქედან 88 - მდედრობითი, 18 - მამრობითი სქესისაა.
12 / მაისი 2025
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "რია ნოვისტისთან" ინტერვიუში თქვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.