ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრმა, ლევ კუზნეცოვმა სოხუმში ვიზიტისას განაცხადა, რომ საივნესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში ახორციელებს, 2017 წლამდე, პოპულარული კურორტის გაგრის მოდერნიზაციისათვის, 1.3 მილიარდი რუბლზე მეტი დაიხარჯება,მათ შორის 250 მილიონი - ქვესადგურის აგრეგატების შესაცვლელად.
"დღეს ქალაქის მთავარ ქვესადგურზე ფაქტიურად ყველა მოწყობილობა გამოცვლას საჭიროებს. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შევუდექით მუშაობას. 2016 წლამდე ყველა ქვესადგურის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს", - განაცხადა ლევ კუზნეცოვმა, რუსეთის მინისტრმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში [აღნიშნული სამინისტრო ახალი შექმნილია.
წლის ბოლომდე იგეგმება, ასევე, აფხაზეთის ძირითადი სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა უახლესი სამედიცინო აღჭურვილობით, ასევე მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქცია, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა. ასევე,მიმდინარე წელში უნდა დასრულდეს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია.
მასალის გამოყენების პირობები