რეგიონი
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ "აფხაზეთიდან, ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან და საქართველოს ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. რეზოლუციას გასულ წელთან შედარებით ექვსით მეტმა, 75 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოების გადაწყვეტილებით დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება არ შეიძლება და ეს ჰუმანიტარულ პრობლემას წარმოადგენს. "რეზოლუციის მხარდაჭერის თვალსაზრისით, პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა და ამით თითოეულ დევნილს თანაგრძნობა გამოუცხადა. ჩვენ ვეცადეთ რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკური რეზოლუცია და შემოფარგლულიყო ჰუმანიტარული ხასიათით.მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამაც აღიარა, რომ ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა, ის საჭიროებს ყურადღებას პირველ რიგში გაეროს მხრიდან", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.