რეგიონი
სოჭსა და აფხაზეთში ბზის მავნებლებს ვერ ერევიან

არც ერთი არსებული ჰერბიციდი არ მოქმედებს ბზის მავნებელზე, რომელიც სოჭის მიდამოებში უნიკალური კოლხური ბზის სახეობას ანადგურებს. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის გარემოს დცვისა და ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განუცხადა.

მისი თქმით, მართალია, მავნებელთან შხამქიმიკატებით ბრძოლა აფხაზეთში ჯერ არ უცდიათ, მაგრამ სოჭელი ბოტანიკოსების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ მათზე ჰერბიციდების ზემოქმედება უშედეგოა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში ობიექტების გასამწვანებლად ჩინური წარმომავლობის ბზის ბუჩქები ევროპიდან შეიტანეს.

როგორც აღმოჩნდა, მავნებელი პეპლის ჭუპრები, სწორედ იმ ბუჩქებს შეჰყვა, დააზიანა სოჭში არსებული ბზა და აფხაზეთში გადაინაცვლა.

მავნებელმა მდინარე ფსოუს გასწვრივ არსებული ბზის ხეივნების 70 % სრულად გაანადგურა და აფხაზეთის ტყეებსა და პარკებში გაშენებულ ბზას შეესია.

,,პარკებსა და ბაღებში რაღაც საშუალებებით შეიძლება მავნებელს შევებრძოლოთ, მაგრამ მთებსა და ტყეებში უღონოები ვართ.

ჩვენთან ბზა მიუწვდომელ მთიან ადგილებშიც ხარობს, სადაც მცენარეს მავნებლებისგან ვერანაირად ვერ დავიცავთ.” - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის მცენარეთა კარანტინის ინსპექციის უფროსი ალბერტ აგრბა.

 სპეციალისტები ყველაზე ეფექტურ საშუალებად მავნებელი პეპლის წინააღმდეგ მეორე მწერის, ე. წ. ,,ჩინური ხოჭოს” გამოყენებას მიიჩნევენ, რომელიც ამ პეპლებით და მისი ჭუპრებით იკვებება.

რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე სოჭში მილიონამდე ,,ჩინურ ხოჭოს” გაუშვებენ და შემდეგ ბიოლოგები დააკვირდებიან, როგორ შეასრულებენ ისინი ,,დაკისრებულ მოვალეობას.” თუ ეს მეთოდი გაამართლებს, მაშინ კრასნოდარის მხარეში სპეციალური ლაბორატორიები შეიქმნება, სადაც ასეთ ხოჭოებს გამოიყვანენ და აფხაზეთშიც გაუშვებენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ,,ჩინური ხოჭოები” ბზის მავნებლებს გაანადგურებენ, სავარაუდოდ, შეიძლება მეორე პრობლემამ იჩინოს თავი და უკვე ეს მწერები გადაიქცნენ მავნებლებად. ,,პეპელა ახლა მთელ აფხაზეთშია მოდებული. დავუშვათ, ჩინურმა ხოჭომ მოსპო ისინი, შემდეგ რას უნდა ველოდოთ, ჩვენ არ ვიცით. არავინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს უკანასკნელი სხვა მცენარეებზე არ გადავა.” - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის სატყეო მეურნეობის უფროსი ანზორ აშხაცავა. ოკუპირებული აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავა იმედოვნებს, რომ თუ ზამთარში ცივი ამინდები და ყინვა იქნა, მავნებელი მკაცრ ზამთარს ვერ გაუძლებს. ,,ისინი ძირითადად ტროპიკების ბინადრები არიან. მე იმედი მაქვს, რომ თუ ზამთარში 4-5 დღის განმავლობაში მაინც ყინვიანი ამინდები დაიჭირა, ამან შეიძლება მათ განადგურებას შეუწყოს ხელი. სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია, ყინვები არ ყოფილა.” - ამბობს ჭითანავა. მისი თქმით, პრობლემის მასშტაბების შესახებ ზუსტი მონაცემები არა აქვს, მაგრამ იმის თქმა შეუძლია, რომ ვითარება მართლაც საგანგაშოა. შეგახსენებთ, რომ ბზის მავნებელი პეპლის მატლები მცენარის ფოთლებით და ქერქით იკვებებიან და მის სრულ განადგურებას იწვევენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
10 / მაისი 2025
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გაცხადებით, საქართველოში 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე ამინდი გაუარესდება.
10 / მაისი 2025
9 მაისს, სოხუმში სროლის შედეგად მოკლული, გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე იძებნებოდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობის შესაძლო თანამონაწილე. Telegram-ის არხების თანახმად, მოგვიანებით ის ქალაქის ერთ - ერთი ლუდის ბარში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს.
09 / მაისი 2025
სოხუმში სროლა იყო, მოკლულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას მედია კლუბი „Аҧсны.иахьа“ ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.