დე ფაქტო აფხაზეთში მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია ჩატარდება
11:23 / 09.06.2015
ივლისის ბოლოს აფხაზეთში მეორე სამედიცინო კომპლექსს ჩამოიტანენ, წერს ინტერნეტრგამოცემა „აფხაზიაინფორმი“. რის შემდეგ მოსახლეობის საყოველთაო დისპანზერიზაცია ჩატარდება. ამის შესახებ აფხაზურ მედიას დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანდზორ გოოვმა განუცხადა. აფხაზი ექიმებისთვის დახმარების გასაწევად, რუსეთიდან ოფთალმოლოგები ჩამოვლენ საკუთარი დანადგარებით, რომლებსაც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს დაუტოვებენ. ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ დისპანსერიზაციას აფხაზი ექიმები ჩაატარებენ და ის ტყვარჩელის რაიონიდან დაიწყება. დისპანსერიზაციის ფარგლებში, რომელიც უფასოდ ჩატარდება, მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება. ანდზორ გოოვის თქმით, რესპუბლიკაში სამი “სახელმწიფო“ და 150 კერძო აფთიაქია და საავადმყოფოები უზრუნველყოფილნი არიან საგანგებო დახმარების გასაწევად აუცილებელი მედიკამენტებით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები