რეგიონი
აფხაზეთში გეოგრაფიულ ობიექტებს ძველი სახელწოდებები დაუბრუნდება
დე ფაქტო აფხაზეთის გეოგრაფიული საზოგადოების განცხადებით, აფხაზეთის გეოგრაფიულ ობიექტებს ძველი აფხაზური სახელწოდებები დაუბრუნდებათ. ტოპონიმიკის სფეროს სპეციალისტებმა 3 ათასზე მეტი გეოგრაფიული ობიექტის პასპორტი მოამზადეს, ამის შესახებ „სპუტნიკ აფხაზიას“ აღნიშნული საზოგადოების პრეზიდენტმა ლევარდ ბარციცმა განუცხადა. მისი თქით, გეოგრაფიული სახელწოდებების სია სპეციალისტების მრავალწლიანი საველე სამუშაოების დროს მოძიებულ ინფორმაციას ეფუძნება. "ჩვენ არ ვაპირებთ ადგილების სახელწოდებების შეცვლას, ჩვენ მათ უბრალოდ აღვადგენთ. ჩვენი გეოგრაფიული ობიექტები ძველ სახელწოდებებს უნდა ატარებდნენ. დღეისთვის, მათ ძალიან ამახინჯებს ბევრი მკვლევარი, რომელიც პირველაღმომჩენის უფლებებზე, თვითონ არჩევს ამ ობიექტებისთვის სახელებს, მიუხედავად იმისა,რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ისინი ოდითგანვე ცნობილია", — აღნიშნა ბარციცმა. პასპორტის მონაცემებს დე ფაქტო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია განიხილავს და შემდეგ ე.წ. მინისტრთა კაბინეთი და პარლამენტი დაამტკიცებს. აქამდე, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ტოპონიმურ სახელწოდებებს ამტკიცებდა — რესპუბლიკის პარლამენტის 1966 წლის დადგენილებაა. აფხაზეთის გეოგრაფიული რუკის გამოცემასთან დაკავშირებით, ე.წ. დეპუტატებმა გადაწყვიტეს ზოგიერთ ტოპონიმს ძველი სახელწოდება მიანიჭონ. ბარციცმა აღნიშნა, რომ დადგენილების დანართში სულ რამდენიმე ასეული გეოგრაფიული ობიექტის სახელია მოცემული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.