რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: ბიჭვინთას მსოფლიოში პირველი კურორტის პოტენციალი გააჩნია

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ბიჭვინთას არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მსოფლიოში პირველი კურორტის პოტენციალი გააჩნია.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, იქ არსებული დაწესებულებიდან თანამედროვე სტანდარტებს მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებს.

ამის შესახებ მან გუშინ, გაგრის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. "გაგრის ენერგოსისტემა დანგრევის პირასაა, წყალმომარაგების საკითხი მოუგვარებელია, გზები - უვარგისი... მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს, ყველგან ნაგავი ყრია, ღამით ქუჩები სათანადოდ არ ნათდება, რაიონის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები არადამაკმაყოფილებელია.” - განაცხადა ხაჯიმბამ. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტსა და სხვა სტრუქტურებში გაგრის რაიონისა და ბიჭვინთის ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

,,ბიჭვინთის მოსახლეობას მე აუცილებლად ცალკე შევხვდები, რათა მათი პრობლემები მათთან ერთად განვიხილო. ბიჭვინთა ყურადღების გარეშე არ დარჩება.ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა და აქამდე ყველას ყურადღების მიღმა დარჩა. გაგრის რაიონი, ესაა აფხაზეთის კარიბჭე. გაგრა და ბიჭვინთა ჩვენი ეროვნული ბრენდებია, რომელიც მსოფლიოსთვისაც ცნობილია. საკურორტო ინდუსტრიაში გაგრისა და ბიჭვინთის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი პოტენციალის გამოსაყენებლად ყველა ღონეს უნდა მივმართოთ.”- აღნიშნა მან.    

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.