რეგიონი
ხაჯიმბა: მხოლოდ სოხუმში ასობით თავისუფალი ბინაა
რაულ ხაჯიმბამ გადაწყვიტა აფხაზეთში მიტოვებულ ბინებში ახალგაზრდა ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეასახლოს. დე ფაქტო აფხაზეთის პროკურატურის თანამშრომლებმა რაულ ხაჯიმბას თავისუფალი ბინების სია წარუდგინეს. ამის შესახებ ხაჯიმბამ „სამამულო ომის ინვალიდთა“ ორგანიზაციების შეხვედრაზე განაცხადა, წერს ინტერნეტგამოცემა „სპუტნიკ აფხაზია“. "დღეისთვის თავისუფალი ბინების სია არა მარტო სოხუმში, არამედ, სხვა რაიონებშიც გამოვლინდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბინებმა ადამიანებამდე მიაღწიონ. ესენი არიან ჩვენი ინვალიდები, ჩვენი ახლადშექმნილი ოჯახები და ყველა ის ადამიანი, რომელიც წლებია ბინის რიგს ელოდება", — თქვა ხაჯიმბამ. რაულ ხაჯიმბას თქმით, ე.წ. პროკურატურის თანამშრომლებმა მხოლოდ სოხუმში 100-ზე მეტი თავისუფალი ბინა გამოავლინეს, თუმცა ის ფიქრობს, რომ მსგავსი სახლების რაოდენობა - გაცილებით მეტია, წერს გამოცემა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.