რეგიონი
ასლან ბასარია-რემონტის ჩატარება ენგურჰესის გაჩერების გარეშე შეუძლებელი იქნება
ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს, დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი დერივაციული გვირაბის რემონტზე შეთანხმდნენ. „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა ასლან ბასარიამ 12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ საქმე ეხება გვირაბს,რომელიც „აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან შემოდის“. მისი თქმით, სწორეს მისი გავლით მიედინება წყლის მთლიანი მასა, რომლის საშუალებითაც უკვე აფხაზეთში გამომუშავდება მთელი ელექტროენერგია. "ის უკვე წლებია არ შეკეთებულა, თუმცა ნორმატივების თანახმად,რემონტი ყოველ 5 წელიწადში უნდა ჩატარდეს. იქ მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი" — აღნიშნა ბასარიამ. მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოები დერივაციულ გვირაბში 2017 წლისთვის არის დაგეგმილი. "ამ სამუშაოების შესრულების დროს ჩვენ ენგურჰესის გაჩერება მოგვიწევს. იმის გამო, რომ მთელი ელექტროენერგია ამ გვირაბში გამავალი ჰიდრორესურსის ხარჯზე გამომუშავდება,იქ რემონტის ჩატარება ენგურჰესის გაჩერების გარეშე შეუძლებელი იქნება", — განმარტა ბასარიამ. მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზეთის მოსახლეობას ენერგომომარაგების პრობლემა არ ექნება, რადგან უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები, რემონტის პერიოდში დე ფაქტო აფხაზეთისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.