რეგიონი
აფხაზებმა იმ დოკუმენტების ნუსხა გამოაქვეყნეს, რაც ენგურის ხიდის გადაკვეთის მსურველებმა თან უნდა იქონიონ
ოკუპირებული აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლლობამ იმ დოკუმენტების სია გამოაქვეყნა,რომლებიც ენგურის ხიდზე მოწყობილი ე. წ. სასაზღვრო-საბაჟო პუნქტის "აფხაზეთიდან საქართველოს მიმართულებით" გადაკვეთის მსურველებმა თან უნდა იქონიონ. ეს დოკუმნტებია: 1. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, რომელიც ადასტურებს პირის მოქალაქეობას აფხაზეთის რესპუბლიკის გარეთაც. სსრკ-ს მოქალაქის პასპორტი, რომლიც გალის რაიონის მცხოვრებთათვის 1992 წლამდე არის გაცემული და მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე აქვს. აფხაზეთის შინაგან სამეთა სამინისტროს მიერ გაცემული პასპორტის შემცვლელი დოკუმნეტი, იგივე ფორმა № 9. დაბადების მოწმობა (14 წლამდე ბავშვებისთვის), სადაც აღნიშნულია, რომ ის აფხაზეთის მკვიდრს ეკუთვნის. უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი, რომელიც მის პირადობას მისი ქვეყნის გარეთაც ადასტურებს. დაბადების მოწმობა (14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის), სადაც მითითებულია, რომელი ქვეყნის მკვიდრია ის. ბინადრობის უფლება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ პირთათვის, რომელთა მოქალაქეობაც განსაზღვრული არ არის. რაც შეეხება "საქართველოდან აფხაზეთში" შესვლის მსურველებს, მათ უნდა ჰქონდეთ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის მიერ გაცემული შემდეგი დოკუმენტები: 1.აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქის შესასვლელად გაცემული ნებართვა. აფხაზეთის რესპუბლიკის ვიზა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩანართის სახით კეთდება. სახელმწიფო საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის ნებართვა, რომელიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე გაიცემა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.