რეგიონი
აფხაზეთში ბინებს სპეციალური კომისია გაანაწილებს

აფხაზეთში სოციალური საცხოვრებლის გამანაწილებელი კომისია შეიქმნება. შესაბამის ბრძანებას უახლოეს დროში მოეწერება ხელი, ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ მის მიერ მოწვეულ თათბირზე განაცხადა, წერს „აფხაზეთი ინფო“. აფხაზური მედიის ინფორმაციით, თათბირზე არაკომერციული საცხოვრებელი ფონდის ფორმირებაზე ისაუბრეს, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე და შეღავათებით მოსარგებლე (ომის ვეტერანები, დაღუპულთა ოჯახის წევრები, მრავალშვილიანი და ახლადშექმნილი ოჯახები) მოქალაქეებისათვის იქნება მისაწვდომი. რაულ ხაჯიმბამ კომისიას ბინების განაწილებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება დაავალა. მან თათბირზე აღნიშნა, რომ დაუშვებელია ბინებისა და სახლების თვითნებურად მიტაცება, რაც „კანონის შესაბამისად“ მკაცრად დაისჯება.

გამოცემის ინფორმაციით, აფხაზეთის საცხოვრებელი ფონდი , ძირითადად, ქართველების მიერ დატოვებული ქონებისგან შედგება, რომლის დიდი ნაწილი უკვე დაკავებულია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.