რეგიონი
გალის რაიონის მცხოვრებლებს „საგადასახადო“ წესები გააცნეს

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოფლების პირველი და მეორე ოტობაია მცხოვრებლებს სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადისა და იჯარის გაანგარიშება გააცნო. შეხვედრა 8 ივლისს შედგა.

ნადარაიას თქმით, გალის რაიონში სასოფლო - სამეურნეო მიწების ინვენტარიზაცია დაიწყო. მან აღნიშნა, რომ სოფელ ფიჩორში, მეორე ოტობაიაში სოფლის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელის მონაცემებით, ე.წ. მიწის კომისიამ გამოავლინა, რომ სრულშემოსავლიანი თხილის პლანტაციები – 320 ჰექტარზე, ხოლო თხილის ახალგაზრდა ნარგავები — 100 ჰექტარზეა გაშენებული.

ნადარაიამ ასევე განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან გაათავისუფლა სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ ქიშმარია, რაც, მისი თქმით, სასოფლო - სამეურნეო მიწების ინვენტარიზაციის შედეგებთან არის დაკავშირებული. ნადარაიამ თქვა, რომ სოფლის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ მიწის კომისიის მუშაობის დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში განაცხადონ მათ მიერ უკანონოდ დაკავებული ტერიტორიების შესახებ , მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ისინი საჯარიმო სანქციების თავიდან აცილებას და გასული წლის მიწის გადასახადისგან გათავისუფლებასაც კი.

ე.წ. საგადასახადო ინსპექციის მუშაობის შედეგების მიხედვით, სოფელ ფიჩორის მცხოვრებლებს ,რომლებმაც თავისი გაუფორმებელი მიწების შესახებ არ განაცხადეს, 80 - დან 200 - მდე ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ. შეხვედრაზე, სოფლის მცხოვრებლებს დაწვრილებით აუხსნეს, თუ რა ტიპის მიწის გადასახადები ეკისრებათ, რა შეიცვალა ე.წ. საგადასახადო და საიჯარო სისტემაში.

0,5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე გადასახადი - 370 რუბლს შეადგენს, სრულმოსავლიანი თხილით განაშენიანებული 1 ჰა მიწაზე გადასახადი – 2250 რუბლს, ხოლო თხილის ახალი ნარგავებით განასენიანებული 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადასახადი – 1125 რუბლს შეადგენს, ერთწლიანი კულტურებით განაშენიანებული 1 ჰა მიწაზეგადასახადი - 750 რუბლია. ასეთივეა მიწის იჯარის საფასური. მიწის გადასახადისა და იჯარის საფასური გალის რაიონის მცხოვრებლებმა 2015 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა გადაიხადონ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.