რეგიონი
თურქეთის ქალაქ სურუჩში აფეთქება მოხდა
ამ დროისთვის თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, დაჭრილთა რაოდენობამ კი 100-ს გადააჭარბა. დაჭრილთა შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა და არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზაროდოს. სირუჩი სირიის საზღვართან მდებარეობს. ქალაქიდან რამდენიმე კმ-ში მდებარეობს სირიის ქალქი ქობანი, რომელიც ბოლო თვეების მანძლიზე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებსა და ქურთებს შორის სისხლისმღვერლი შეტაკებების მსხვერპლად იქცა. აფეთქება კულტურის ცენტრში მოხდა და იმ დროს იქ დაახლოებით 300-მდე ახალგზარდა იმყოფებოდა, რომლებიც სირიაში ქურთების დასახმარებლად საბრძოლველად აპირებდნენ წასვლას. თურქეთის პარლამენტის წევრის სიკრეტ ბილას განცხადებით, აფეთქება სწორდ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. წინასწარი ინფორმაციით, კულტურის ცენტრში მდებარე კაფეში კასეტური ბომბი აფეთქდა. აფეთქებაზე ჯერ-ჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა წინასწარი ვარაუდით აფეთქება ისლამური სახელმწიფოს მოწყობილი ტერქატია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.