საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტი რეზოლუციის პროექტებზე იმსჯელებს
12:33 / 24.07.2015
საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ. განსახილველად პროექტის ორი ვარიანტი გადის. ერთი რეზოლუციის ავტორი "ქართული ოცნებაა", ხოლო მეორე პროექტი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოამზადა. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ პროექტში არის საქართველოს მთავრობისადმი მიმართვა, მოითხოვოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა. ამავე პროექტით არის მიმართვა მთავრობისადმი, აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი. "ნაციონალური მოძრაობის" პროექტით მოთხოვნილია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება და ყურადღების კონცენტრირება ჟენევის ფორმატზეა. რაც შეეხება ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, აღნიშნულ დოკუმენტში არის მოწოდება მთავრობისადმი, გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანოზაციებში და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ასევე აღნიშნული პროექტით პარლამენტი მიმართავს მთავრობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილონ ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი. "ქართული ოცნების" რეზოლუციის პროექტში დაფიქსირებულია მთავრობისადმი მიმართვა, განიხილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედების საკითხი. ასევე რეზოლუციის პროექტით პარლამენტი მოუწოდებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს, ინტენსიური პერიოდულობით უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და წევრი ქვეყნების დელეგაციების ინფორმირება საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებ. ორივე რეზოლუციის პროექტი მიმდინარე კვირას სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც ერთიან ვარიანტზე ვერ შეჯერდნენ. შეუთანხმებლობის ერთ-ერთი თემა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმება იყო, რასაც უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. გარდა ამისა, არსებობს შეუთანხმებლობა ცალკეულ ფორმულირებებზე, რაც, ძირითადად, რეზოლუციის სიმწვავის ხარისხთან არის დაკავშირებული.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები