რეგიონი
ხაჯიმბა რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწის იჯარით გადაცემას გეგმავს
«ჩვენ მომავალშიც ასევე ცუდად ვიცხოვრებთ, თუ რეალურად მუშაობას არ დავიწყებთ», - ამის შესახებ 29 ივლისს, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. მისი თქმით, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თანხების სოლიდური რაოდენობა, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკების ჯიბეებში იყრიდა თავს, რაც დაუშვებელად მიაჩნია. ხაჯიმბამ, ე.წ. საგადასახადო კანონმდებლობის უახლოეს დროში შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ის თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის წინააღმდეგ გამოსვლით, ბევრი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს. «სინამდვილეში, ასეთი გარიგებები მუდმივად ხდებოდა, თუმცა სახელმწიფო ამ შემთხვევაში არაფერს იგებს. ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა», - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. ის გულრიფშის რაიონში არსებული მიწის ნაკვეთებზე სანატორიუმებისა და სასტუმროების აშენების მიზნით, აღნიშნული მიწების რუსეთის მოქალაქეებისათვის გძელვადიანი იჯარით გადაცემის წინადადებით გამოვიდა. «ჩვენ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით უნდა ვიქცეთ დამოუკიდებლებად. ჩვენ რეალურად უნდა დავიწყოთ მუშაობა და ამისთვის ყველა შესაძლებლობა და რეზერვი გვაქვს », - განაცახადა ხაჯიმბამ სხდომის დასასრულს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.