რეგიონი
თემურ ნადარაია: სამი წლის განმავლობაში გალის რაიონში 24 ადამიანი გაიტაცეს
გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ რაიონის აქტივთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გალის რაიონში 24 ადამიანი გაიტაცეს. მისი თქმით, გამომძალველებმა ამ პერიოდის განმავლობაში 4 მილიონი რუბლი მოითხოვეს. "რვა თვის განმავლობაში, რაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარ , მადლობა ღმერთს, ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდირების გარდა, არანაირი მსგავსი გატაცება არ მომხდარა", — თქვა ნადარაიამ. მან აღნიშნა, რომ თხილის მოსავლის აღების სეზონის დაწყებადმე მოსალოდნელია დამნაშავეების გააქტიურება. "ახლა თხილი წამოვიდა. ბანდ დაჯგუფებები ელიან, რომ მოსახლეობას ფული გაუჩნდება. მე გთხოვთ ფრთხილად იყოთ, მიაქციოთ ყურადღება სოფელში უცნობი პირების გამოჩენას“— თქვა ნადარაიამ. მანამდე ის აცხადებდა, რომ გალის რაიონში კრიმინოგენული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, ძალოვანი სტრუქტურების შეთანხმებული მუშაობის გარდა, ეკონომიკის გაძლიერებაა აუცილბელი. თემურ ნადარაიას ინფორმაციით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულებების გახსნის მაჩვენებლები გალის რაიონში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ძებნაში გამოცხადებული 18 დამნაშავიდან, 12- დაკავებულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.