რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს
11:09 / 07.08.2015
რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირე - ინგურის მონაკვეთზე ლიანდაგების გასუფთავება დაიწყეს, ამის შესახებ „ნუჟნაია გაზეტას“ ე.წ. გზების სამმართველოს დირექტორმა იგორ მარღანიამ განუცხადა. მისი თქმით, რკინიგზის ეს ნაწილი მთლიანად მორღვეულია და რუსი სამხედროები მას ლიანდაგების აღსადგენად ამზადებენ. ეს მონაცემები გამოცემას „ ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს უფროსმა“ ზურაბ ხაჯიმბამ დაუდასტურა. კერძოდ, მან თქვა, რომ გზას კაპიტალური რემონტისთვის ამზადებენ, რათა აფხაზეთზე გამავალი სატრანზიტო მონაკვეთი აღდგეს. ამასთან, ზურაბ ხაჯიმბას თქმით, რუსული სარკინიგზო ჯარების ნაწილები აფხაზეთში „მოულოდნელად“ გამოჩნდნენ, თუმცა,მან აქვე აღიარა, რომ ოფიციალურმა სოხუმმა წინასწარი სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვა მანამდე გასცა. «ჩვენ ეს არანაირ ზიანს არ მოგვაყენებს, მხოლოდ - სარგებლობას მოგვიტანს“, — თქვა ზ.ხაჯიმბამ. არაოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის რკინიგზის აღდგენით სამუშაოებზე 800-მდე რუსი სამხედროა დაკავებული. გამოცემა წერს, რომ „აფხაზეთზე გამავალი სატრანზიტო რკინიგზით“ შემდგენლობები,სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით იმოძრავებენ, რაც რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას გულისხმობს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები