დონბასში მხარეები 1 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ
11:39 / 27.08.2015
დონბასში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ გამართულ შეხვედრაზე საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეები 1-ელ სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარტინ საიდიკმა განაცხადა. "საკონტაქტო ჯგუფს აუცილებლად მიაჩნია, რომ სასწავლო წლის დაწყებისთანავე პირველი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა", - განაცხადა საიდიკმა.მისივე თქმით, მხარეეებმა უნდა გაცვალონ ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში მდებარე სკოლების და მასთან მიმსასვლელი გზების შესახებ, რათა მოსწავლეებმა სკოლაში მისვლა უსაფრთხოდ შეძლონ. დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, დენის პუშილინის თქმით, აღნიშნულ ინიციატივას შეხვედრისას ყველა მხარემ დაუჭირა მხარი. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გუშინ მინსკში გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 8 სექტემბერსაა დაგეგმილი. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება აგვისტოს დასაწყისში კვლავ დაიძაბა. პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის საბრძოლო მოქმედებებმა ინტენსიური სახე მიიღო. კიევი და დასავლეთი ამბოხებულების მხარდაჭერაში მოსკოვს ადანაშაულებს, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები