რეგიონი
სოხუმში კორუფციული სკანდალი აგორდა
"აბხაზჩაის" დირექტორმა ასტამურ ოტირბამ დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი არტურ მიქვაბია კორუპციასა და გამომძალველობაში დაადანაშაულა. ოტირბას თქმით, მიქვაბიამ მას „წილში ჩასმის“ სანაცვლოდ პრობლემების გადაჭრაში დახმარება შესთავაზა. "იქნებ ის მეგობრულ დახმარებას გულისხმობდა, თუმცა, არა მგონია, რომ ეს ხუმრობა იყო , შედეგებიდან გამომდინარე, მან შემომთავაზა: : "… წილში ჩამსვი და შემდეგ ყველაფერს სწრაფად გადავწყვეტთო", — თქვა ოტირბამ. მისი თქმით, ტერიტორიები, სადაც ჩაის მოყვანა იგეგმება, უკვე განსაზღვრულია, თუმცა, მეჩაიეობის დარგის განვითარების საკითხების განხილვას „მთავრობა“ აჭიანურებდა. ოტირბა თვლის, რომ ამაში უშუალოდ პრემიერ-მინისტრს მიუძღვის ბრალი. მან თქვა, რომ შეხვედრაზე, სადაც სამომავლო გეგმები უნდა განეხილათ, მიქვაბიამ პირდაპირ უთხრა, რომ „აბხაზჩაის" პრობლემები გადაწყდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კომპანია მას შემოსავლებს გაუნაწილებს. არტურ მიქვაბიამ უარყო აღნიშნული ბრალდებები და განაცხადა, რომ ცილისწამებისთვის სასმართლოში იჩივლებს . მან თქვა, რომ ოტირიბას განცხადება „ანგაჟირებულია და პოლიტიკურ ქვეტექსტებს შეიცავს“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.