რეგიონი
გამოკითხვა რუსეთში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსების შესახებ

რუსეთის მოსახლეობის ნახევარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ლევადა ცენტრმა“, 21 სექტემბერს, აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსის შესახებ რუსეთში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის ნახევარი აფხაზეთს (49%) და სამხრთ ოსეთსა (47%) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის, კიდევ ერთი ნახევარი მათ რესპუბლიკებად მიიჩნევს. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად 10% და 9% მიიჩნევს. 21% თვლის, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილია, 20% კი აფხაზეთს მიიჩნევს რუსეთის ნაწილად. „ლევადას ცენტრის“ მონაცემებითვე, 2004 წელს რუსეთში გამოკითხულთა 27% მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი, 58% მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.

ცენტრის მონაცემებით, გამოკითხვა 2015 წლის 21-24 აგვისტოს რეპრეზენტატული შერჩევით (800 ადამიანი) რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში ჩატარდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
19 / მაისი 2025
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.