რეგიონი
„სიმღერა სამეგრელოზე"- საერთაშორისო ფესტივალი ხობში (ვიდეო)
2-3 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტში მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე" მეშვიდედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარულ თამარ გვერდწითელისა და ანსამბლ "რუსთავის" შემოქმედებას მიეძღვნა. ხობის საერთაშორისო ფესტივალში ქართველი ესტრადის მომღერლებთან ერთად რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. მოეწყო სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი წიგნებისა და კომპაქტ დისკების პრეზენტაცია. წლევანდელ ფესტივალზე პირველად გაიმართა ეთნოკუთხეების გამოფენა. ჭადრების ხეივანში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა საკუთარი კუთხე  წარმოადგინა, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, კერამიკული ნამუშევრები და მეგრული სამზარეულო იყო გამოფენილი.  ფესტივალს უამრავი საპატიო სტუმარი დასწრო.კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი „ხელოვნების ქურუმი“ დააჯილდოვა. თამარ გვერდწითელს  ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ხობის საპატიო მოქალაქის წოდება  მიანიჭა. ხობის მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა -კურთხევით ჩატარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
08 / იანვარი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.