აფხაზეთის სამხედრო ბაზაზე ანტიტერისტული წვრთნა ჩატარდა
14:08 / 28.10.2015
აფხაზეთის რუსულ სამზედრო ბაზაზე ანტიტერორის ქვედანაყოფისთვის სამხედრო სწავლება ჩატარდა. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ჩანაფიქრის თანახმად, სამხედროებმა ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს, რომელიც ბაზის ტერიტორიაზე შეჭრას, ყაზარმების დაკავებას და სამხედრო მანქანების გატაცებას გეგმავდა. ანტიტერორის ქვედანაყოფს , ასევე, „ბოევიკების“ განადგურებისა და ბლოკირებისკენ მიმართული ქმედებები უნდა განეხორციელებინა. გარდა ამისა, წვრთების მსვლელობისას, სამხედროებმა დაჭრილთათვის პირველი სამედიცინო დახმარების უნარები განამტკიცეს. წვრთნა აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ბაზების საზღვარგარეთ შემოწმების ფარგლებში ჩატარდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები