რეგიონი
გაგრაში წყლის რეზერვუარი გასკდა

გაგრაში, მთებში განთავსებული წყლის რეზერვუარი, რომლითაც ქალაქი სასმელი წყლით მარაგდებოდა, გასკდა.  წყლის ნაკადმა გზად ყველაფერი წალეკა და ქალაქის ნაწილი დატბორა.

 შემთხვევა დილით, 31 ოქტომბერს, 06:30 საათზე მოხდა.  ქალაქის ადგილობრივ  თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საბედნიეროდ, მაშინ ქუჩაში ხალხი არ მოძრაობდა, თორემ მთიდან მოვარდნილი ღვარცოფი აუცილებლად გამოიწვევდა მსხვერპლს.

წყალმა გადარეცხა რკინიგზა, წაიღო და ერთმანეთზე მიჯრით მიაწყო ავტომანქანები, წააქცია მრავალწლიანი ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები, დატბორა საცხოვრებელი სახლები და სარდაფები. პასუხისმგებელი პირების თქმით, მთიდან მოვარდნილი ნაკადი ბევრად უფრო მძლავრი და გამანადგურებელი იქნებოდა, გზაში ხეებსა და ხევებს რომ არ გაენელებინათ.  რეზერვუარში, რომელიც მოიშალა,  3,5 (ათასი) კუბური მეტრის მოცულობის წყალი ეტევა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.